თეოლოგს, გოჩა ბარნოვს სასულიერო აკადემიაში ლექციები შეუჩერესთებერვალი 8, 2019

თეოლოგი, პროფესორი გოჩა ბარნოვი “ფეისბუქის” პირად გვერდზე ვრცელ პოსტს აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც მას სასულიერო სემინარია-აკადემიაში ლექციები შეუჩერეს. მის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

“დღეს სასულიერო აკადემიის და სემინარიის “სამეცნიერო საბჭოს” გადაწყვეტილებით ლექციები შემიჩერეს იმის საბაბით, რომ მე ჩვენი პატრიარქისა და სხვა ეკლესიების მეთაურების მტერი ვარ. მე არ ვაპირებ ვამტკიცო, რომ არ ვარ აქლემი. საქმეში ჩახედულმა ყველა ადამიანმა იცის რომ აკადემიის ადმინისტრაციის და საპატრიარქოს გადამტერების რეალური მიზეზი ჩემს მიერ უცხოეთში სასწავლებლად გაშვებული სტუდენტებია. საპატრიარქოს და აკადემიას შიშის ზარს ცემს განათლებული მომავალი თაობა, რომელთაც კომპეტენტური საკუთარი აზრი და მისი თავისუფლად გამოხატვის უნარი გააჩნიათ. ფიქრობენ, რომ თუ მე აკადემიიდან ფეხს ამომიკვეთავენ სტუდენტების გაშვებას ვეღარ მოვახერხებ. უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიაზე მხარდამჭერი ჩემი სტატუსები მხოლოდ საბაბად მოაქვთ, თუმცა სინოდს ჯერ ოფიციალური გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია და ბევრ მღვდელმთავარს ჩემნაირი პოზიცია აქვს. ძალიან ნიშანდობლივია ის ფაქტიც, რომ რექტორმა ჩემი დასჯის პროცედურა ფორმალურად “ამხანაგების”: მღვდელ შალვა კეკელიას, მღვდელ ბიძინა გუნიას და გვანცა კოპლატაძის ტრადიციულ მონოლოგებზე დააფუძნა. მღვდელი ბიძინა გუნია ასეთ საქმეებში განსაკუთრებით გამოცდილია, ერთი ამბავი მახსენდება: ვებგვეედზე orthodoxtheology.ge ფიზიკოსმა Zaza Osmanov ბიძინა გუნიას კალენდართან დაკავშირებული ვითომდა თეოლოგიური შეხედულებების გამანადგურებელი კრიტიკა დაწერა. რაკი ბიძინა გუნიას ამ კრიტიკაზე პასუხის გაცემა არ შეეძლო, სხვაგვარად გადაწყვიტა საიტზე შური ეძინა, საიტის სარედაქციო კოლეგიის წევრების სიას თვალი გადაავლო, და იქ Teimuraz Buadze აღმოაჩინა. იმწამსვე გაიქცა საპატრიარქოს ტელევიზიაში და მის მაშინდელ დირექტორს მეუფე პეტრეს მოთხოვა მისი იქიდან გაშვება. რადგან თემურს იმჟამად გადაცემა “საღვთისმეტყველო საუბრები” მიჰყავდა. მეუფე პეტრეს, რა თქმა უნდა არავითარი რეაქცია არ ქონია, მაგრამ აქ მთავარი ბიძინა გუნიას მოტივებია. ანალოგიური მეთოდებით ცდილობს ამხანაგი გუნია დაამტკიცოს რომ მე მთელ ქრისტიანულ სამყაროს ვემტერები” – წერს გოჩა ბარნოვი.