საქართველოს საპატრიარქოსთან დაკავებული დეკანოზის ოჯახის წევრთა პროტესტი გრძელდებათებერვალი 10, 2019

დეკანოზ გიორგი მამალაძის გათავისუფლების მოთხოვნით საპატრიარქოს შენობის წინ აქცია მიმდინარეობს, რომელსაც ორგანიზებას ბრალდებულის ოჯახის წევრები და ახლობლები უწევენ.

როგორც „ინტერპრესენიუსს“ გიორგი მამალაძის ძმამ თორნიკე მამალაძემ განუცხადა, მისი ძმა უდანაშაულოა და ის შეეწირა საპატრიარქოს გარკვეული ჯგუფებისა და ხელისუფლების წარმომადგენელთა შეთქმულებას. თორნიკე მამალაძის თქმით, მძიმეა დეკანოზის როგორც ფიზიკური, ისე სულიერი მდგომარეობა.

მისივე განცხადებით, იმ მიზნით, რომ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს დღევანდელი აქციის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდეს, საპატრიარქოს შესასვლეთან დააყენეს ავტომობილი, რათა პატრიარქმა შენობიდან აქციის მონაწილეები ვერ შეამჩნიოს.

საპატრიარქოსთან მიმდინარე აქციას, რომელსაც დეკანოზ გიორგი მამალაძის ოჯახის წევრები მართავენ, ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე შეურთდა. ზაზა სარალძემ ოჯახის მიმართ სოლიდარობა ამ ფორმით გამოხატა.