ათონის წმინდა მთის კინოტი უკრაინას უჭერს მხარსთებერვალი 12, 2019

ათონის წმინდა მთის მონასტრების კინოტმა 11 თებერვლის სხდომაზე, უკრაინის თემაზე მსჯელობისას, ერთობის შენარჩუნების აუცილებლობის შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ მხარს უჭერენ კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს. ამის შესახებ ბერძნული გამოცემა „Romfea“ იუწყება.

„ჩვენ ვრჩებით მოსფლიო საპატრიარქოს მხარეს და არ დავუშვებთ მის დამცირებას“ – განაცხადეს წმინდა კინოტის წევრებმა დახურულ სხდომაზე.

გამოცემის ინფორმაციით, წმინდა მთის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ უკრაინის საკითხი, რომელმაც პროტესტი და დავა გამოიწვია მართლმადიდებელ ეკლესიებში, ათონელები უნდა აიძულოს, ფანარს დაუჭიროს მხარი.

ამასთან, მათვე აღნიშნეს, რომ არსებულ პერიოდში წმინდა თანამეგობრობამ მდუმარება უნდა შეინარჩუნოს, რათა არასწორი განხილვები თავიდან იქნას აცილებული. მათივე განცხადებით, სჯობს მოცდა, ვითარების ნორმალიზებამდე.

ამასთან, მათივე თქმით, არ გააჩნიათ ვალდებულება უკრაინის  ავტოკეფალიის აღიარების შესახებ გადაწყვეტილება მიიღონ.

„საჭიროა წმინდა მონასტრების ერთიანობის შენარჩუნება და ყველა მიმართულებით მკაფიო გზავნილის გაგზავნა იმის შესახებ, რომ არავის აქვს უფლება ათონი თავის ინსტრუმენტად აქციოს, რადგან ათონის მთა ყველასია. ჩვენ გვურს ეკლესიაში მშვიდობის და ერთიანობის შენარჩუნება. თუმცა, როგორც ათონელები არ დავუშვებთ მსოფლიო საპატრიარქოს დამცირებას“ – განაცხადეს ათონის მთაზე.