თეოლოგი გოჩა ბარნოვი სასულიერო აკადემიიდან გაათავისუფლესთებერვალი 14, 2019

თეოლოგი გოჩა ბარნოვი, რომელსაც რამდენიმე დღის წინ სასულიერო აკადემია-სემინარიაში ლექციები შეუჩერეს, დღეს სასწავლებელი დაატოვებინეს. ამის შესახებ გოჩა ბარნოვი “ფეისბუქის” პირად გვერდზე წერს და იმ ახსნა-განმარტებას ასაჯაროებს, რომელიც აკადემიის სამეცნიერო საბჭოს წარუდგინა:

“ეს წერილი მივიტანე სამეცნიერო საბჭოზე მათი პრეტენზიებისა და მოთხოვნების საპასუხოდ. მიუხედავად ამისა, მაინც გამიშვეს სასულიერო სემინარია აკადემიიდან. ამ ფაქტმა თვალნათლივ წარმოაჩინა ჩემი ადრინდელი შეფასებების სისწორე. მე აკადემიიდან გამომიშვეს არა გარეგნული ფორმულირებების გამო არამედ ჩემი შეხედულებების თავისუფლად გამოხატვის მიზეზით. სამეცნიერო საბჭოში 35-მდე წევრია, მხოლოდ სამმა ჩემმა მეგობარმა გაუწია ამ გადაწყვეტილებას წინააღმდეგობა. ეს ასევე ადასტურებს იმასაც, რომ მღვდელი გიორგი ზვიადაძე სამეცნიერო საბჭოს ერთსულოვანი გადაწყვეტილებების სახელით ერთპიროვნულად განაგებს სასწავლებელს” – წერს გოჩა ბარნოვი.