საავადმყოფოში მყოფი დეკანოზი გიორგი მამალაძე აზიარესთებერვალი 16, 2019

დეკანოზი მამა გიორგი მამალაძე ეზიარა, – ამის შესახებ ბათუმის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის წინამძღვარმა, მამა ნიკოლოზმა ჟურნალისტებს ღუდუშაურის კლინიკიდან გამოსვლის შემდეგ განუცხადა,სადაც მსჯავრდებული დეკანოზი მოინახულა და აზიარა.

„მოსული ვიყავი, მამა გიორგი შეუძლოდ გახლდათ. ამჟამად მოთავსებულია საავადმყოფოში და ამან დააჩქარა მისი ზიარების საკითხი. ორშაბათისთვის უნდა ჩამოვსულიყავი და უნდა მეზიარებინა, მაგრამ როგორც კი გავიგე, რომ ავად გახდა, ვამჯობინე დამეჩქარებინა, დღეს ჩამოვსულიყავი და მეზიარებინა. ღვთის წყალობით ეზიარა მამაო. იმედია, მალე განიკურნება. როგორც ვიცით, მამაოს ინსულტი ჰქონდა და მარჯვენა მხარე აქვს გაჩრებული. იმედია, ღვთის წყალობით კარგად გახდება. ნანობს თუ არა, ეს უკვე აღსარების საკითხია. მამაოს გადაადგილება არ შეუძლია”, – განაცხახა მამა ნიკოლოზმა.

მისივე თქმით, როდის დატოვებს დეკანოზი გიორგი მამალაძე კლინიკას მისთვის უცნობია.