თორნიკე მამალაძე პატრიარქს მოუწოდებს, პატიმარი დეკანოზის შეწყალება პრეზიდენტს სთხოვოსთებერვალი 17, 2019

საქართველოს საპატრიარქოს შენობასთან მსჯავრდებული დეკანოზის გიორგი მამალაძის მხარდასაჭერად  საპროტესტო აქცია გაიმართა. დეკანოზის ძმა თორნიკე მამალაძე საქართველოს პატრიარქს მოუწოდა, პრეზიდენტს გიორგი მამალაძის შეწყალების თხოვნით მიმართოს.

მისი თქმით, აღნიშნული მოთხოვნა პატრიარქმა მისი ძმის, გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით უნდა დააკმაყოფილოს.

იმედი მაქვს საპატრიარქოში არსებობენ ჯანსაღი ჯგუფები, რომლებიც წინააღმდეგობას გაუწევენ იმ ჯგუფებს, რომლებიც საპატრიარქოს სახელით უკანონობას სჩადიან, – ამის შესახებ დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატმა გიორგი ფანცულაიამ საპატრიარქოსთან გამართულ აქციაზე განაცხადა.

ადვოკატის თქმით, საჭიროა საპატრიარქოში სინოდის მომავალ სხდომაზე განიხილონ მსჯავრდებული დეკანოზის საკითხი, ასევე, საპატრიარქომ პრეზიდენტს გიორგი მამალაძის შეწყალების მოთხოვნით მიმართოს.

დეკანოზ გიორგი მამალაძის მხარდასაჭერად გამართულ საპროტესტო აქციაში პოლიტიკური ჯგუფებიც მონაწილეობდნენ.  საპროტესრო აქციაზე გიორგი მამალაძის მხარდასაჭერად იმყოფებოდნენ ასევე ზაზა სარალიძე და მალხაზ მაჩალიკაშვილი.