დეკანოზი გიორგი მამალაძე ციხის საავადმყოფოში გადაიყვანესთებერვალი 22, 2019

მსჯავრდებული დეკანოზი გიორგი მამალაძე ღუდუშაურის საავადმყოფოდან გლდანში, სასჯელაღსრულების მე-18 დაწესებულებაში, ციხის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

მამალაძე ციხის საავადმყოფოში სასწრაფო დახმარების მანქანით შეიყვანეს.

დეკანოზი რამდენიმე დღის წინ, ღუდუშაურის საავადმყოფოში მოათავსეს. თავდაპირველად საუბარი იყო ინსულტზე. თუმცა, კონსილიუმზე ინსულტის დიაგნოზი არ დადასტურდა.

ადვოკატები მამალაძის ციხის საავადმყოფოში გადაყვანას აპროტესტებენ და აცხადებენ, რომ დეკანოზის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება.