კვიპროსის წმინდა სინოდი ყოველთა მართლმადიდებელთა კრების მოწვევის მომხრეათებერვალი 22, 2019

უკრაინის ეკლესიის საკითხთან დაკავშირებით, კვირპროსის ეკლესია ყოველთა მართლმადიდებელთა კრების მოწვევას ითხოვს, რომელზეც ავტოკეფალიის საკითხს განიხილავენ.

კვიპროსის ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომაზე, რომელსაც მთავარეპისკოპოსი ქრიზოსთომოს მეორე ხელმძღვანელობდა, უკრაინის ეკლესიის საკითხი განიხილეს. მასზე სინოდის წევრმა მღვდელმთავრებმა ამ საკითხზე ნაჩქარევი გადაწყვეტილების მიღებისგან თავი შეიკავეს.

კვიპროსის სინოდის განცხადებით, უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭებისას, მსოფლიო საპატრიარქო ხელმძღვანელობდა მართლმადიდებელ თემს შორის ერთობის აღდგენის მიზნით. „ჩვენ ამ ამოცანას კითხვის ნიშნის ქვეშ არ ვაყენებთ“ – აცხადებენ კვიპროსის მღვდელმთავრები. თუმცა, მათი თქმით, ეს ერთობა მაინც ვერ არის მღწეული.

სინოდის წევრთა განცხადებით, გონივრული იქნებოდა გარკვეული დროით მოცდა, ვიდრე ხელშესახები შედეგები არ იქნება შესამჩნევი. „თუკი მიზანი მაინც არ იქნება მიღწეული, მსოფლიო საპატრიარქოსგან ველით ყოველთა მართლმადიდებელთა კრების მოწვევას, ანუ ადგილობრივი ეკლესიათა მეთაურების კრებას ამ მიზნის მისაღწევად“ – განაცხადეს სინოდზე.