,,ადამიანის უფლებები და რელიგიური შემწყნარებლობა” – სემინარი პოლიციის აკადემიაშიაგვისტო 31, 2017

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო განაგრძობს ტრენინგებს – ადამიანის უფლებათა სამთავრობო გეგმის 2017-2018 წ.წ. ფარგლებში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი თანამშრომლების გადამზადების მიზნით რელიგიური შემწყნარებლობის, ძალადობის და რელიგიის ან რწმენის ნიშნით დისკრიმინაციის საფუძვლით ჩადენილი დანაშაულების გამოძიების კუთხით კვალიფიკაციის ასამაღლებლად .
31 აგვისტოს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის აკადემიაში, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით, გაიმართა ტრენინგი – ,,ადამიანის უფლებები და რელიგიური შემწყნარებლობა”.
ტრეინინგის მესამე სემინარის მუშაობაში მონაწილეობდნენ დეტექტივ-გამომძიებლები, კრიმინალური პოლიციის, საპატრულო პოლიციისა და სასაზღვრო პოლიციის 50 თანამშრომელი