კათოლიკურ ეკლესიაში ინდუისტების ღმერთისთვის პატივის მიგების გადაწყვეტილება მიიღესაგვისტო 31, 2017

ესპანეთში, სეუთესა და მელილიეს ეპარქიის ვიკარიუსის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც ადგილობრივ ინდუისტებს უფლება მიეცათ კათოლიკურ ეკლესიაში საკუთარი ღმერთის – განეშასთვის პატივი მიეგოთ, სკანდალის საფუძველი გახდა.

ადგილობრივმა კათოლიკეებმა ამ ღონისძიებისას, გაშენას წინაშე შეასრულეს ღვთისმშობლისადმი მიძღვნილი ჰიმნი. ადგილობრივმა ეპარქიამ აღიარა, რომ ასეთი მკრეხელობა არ უნდა დაეშვათ და დამნაშავე ეპისკოპოსი გადააყენეს.

ეპარქიის განცხადებაში ნათქვამია, რომ მომხდარი არ უნდა იყოს აღქმული და განხილული როგორც ინდუისტების წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი. ადგილობრივ მღვდლებს კი მოუწოდეს, ქრისტიანული სარწმუნოებისადმი უფრო მეტად ერთგულები იყვნენ.