რომის პაპმა რაბინებს საკუთარ ლოცვებში მოხსენიება სთხოვასექტემბერი 1, 2017

ევროპის რაბინთა საბჭოს დელეგაციამ მოსკოვის მთავრი რაბინის პინხას გოლდშმიდტის მეთაურობით ვატიკანში, პაპ ფრანცისკეს დოკუმენტი წარუდგინა, რომლითაც კათოლიკურ ეკლესიას მოუწოდა, ებრაელებთან ერთად ებრძოლოს რადიკალურ ისლამს. დოკუმენტს “იერუსალიმსა და რომს შორის” ჰქვია.

აღნიშნული დოკუმენტი – ეს არის პასუხი იმ 52 წლის განმავლობაში მოქმედ დეკლარაციაზე – Nostra Aetatе, რომლის თანახმადაც კათოლიკეებმა უარი თქვეს მტრობაზე და ებრაელებთან მეგობრული ურთიერთობების დამყარების კურსი აიღო.

მოსკოვის მთავარმა რაბინა პაპს განუცხადა, რომ ეს ახალი დოკუმეტი სათავეს დაუდებს არსებული პრობლემების მიგვარებასა და ახალი თანამშრომლობის დასაწყისს.

საპასუხოდ რომის პაპმა ფრანცისკემ აღნიშნა, რომ დოკუმენტი ახდენს იმის დეკლარირებას, რომ ღრმა თეოლოგიური განსხვავების მიუხედავად, კათოლიკეები და ებრაელები იზიარებენ საერთო რწმენას, ასევე იმას, რომ რელიგიები უნდა იყენებდნენ მაღალზნეობრივ მორალურ ქცევებს და რელიგიურ განათლებას გავლენისა და შთაგონებისთვის, რაც პაპის თქმით, ყველაზე მნიშვნელოვანია.

პაპმა რაბინებს სთხოვა, საკუთარ ლოცვებში მოიხსენიონ.