რუს ტურისტს რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფისთვის პატიმრობა შეეფარდასექტემბერი 1, 2017

მიანმაში, რუსმა ტურისტმა ქალმა, ბუდისტურ ტაძარში შესვლისას, ფეხსაცმლის გახდაზე უარი განაცხადა, რის გამოც ადგილობრივმა სასამართლომ შვიდ თვიანი პატიმრობა მიუსაჯა. ის სასჯელს შრომით კოლონიაში მოიხდის.

თავდაპირველად, ტურისტს შესთავაზეს: ჯარიმა გადაეხადა, ან ერთი თვიანი პატიმრობა მოეხადა რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის ბრალდებით.

რუსმა ტურისტმა საპატიმრო სასჯელი მოითხოვა. ამის შემდეგ, ზოგიერთმა საემიგრაციო სამსახურმა ქალბატონს კიდევ ერთი ბრალდება წარუდგინა – მიანმის ტრადიციებისა და ადათების დარღვევასთან დაკავშირებით, რის გამოც, სასამართლომ ერთთვიან სასჯელს, კიდევ ექვსთვიანი პატიმრობა დაუმატა.