მიტროპოლიტი ნიკოლოზი – ხელისუფლება საზოგადოების სულიერების დამხობას ცდილობსსექტემბერი 1, 2017

ელადის მართლმადიდებელი ეკლესიის ფთიოტისის მიტროპოლიტი ნიკოლოზი მიჩნევს, რომ ქვეყნის ხელისუფლება საზოგადოების სულიერების დამხობას, მარადიული ინსტიტუციონალური ღირებულებების ტრანსფორმირებას  და ფეხქვეშ გათელვას გეგმავს. ამის შესახებ ბერძნული მედიასაშუალება “romfea.gr” იუწყება.

“ხელისუფლების საბოლოო მიზანია – მართლმადიდებელ საბერძნეთს თავს მოახვიონ უღმერთო სახელმწიფოს სტატუსი. რელიგიური უმცირესობების დაცვის საბაბით, რომელთა უფლებების დაცვა ისედაც გარანტირებულია ქვეყნის კონსტიტუციით, ხელისუფლება ცდილობს შეზღუდოს და დაასუსტოს ეკლესია და განდევნოს საზოგადოებრივი თვითშეგნებიდან” – აცხადებს მღვდელმთავარი.

ის წუხილს გამოთქვამს, რომ პოლიტიკური ელიტა დიდი უმრავლესობით უპირატესობას ანიჭებს იმას, რომ საბერძნეთი უღმერთო ქვეყანა იყოს.