უკვშირდება თუ არა “ლურჯ ვეშაპს” 13 წლის გოგონას თვითმკვლელობასექტემბერი 1, 2017

ტელეკომპანია “იმედი” თბილისში 13 წლის გოგოს მე-13 სართულიდან გადმოხტომის შესახებ იუწყება. ტელეკომპანიის ინფორმაციით, გარდაცვლილის ოჯახი ეჭვობს, რომ მოზარდი ინტერნეტ-თამაშის მსხვერპლია, რასაც სამართალდამცველები არ ადასტურებენ.

ტელეკომპანიისთვის მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში გარდაცვლილის დედა ამბობს, რომ მისი შვილი “ლურჯი ვეშაპის” მორიგი მსხვერპლია.

მომხდარზე უკვე დაწყებულია გამოძიება. შსს საქმეს თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით იძიებს.

თამაში “ლურჯი ვეშაპი” 2015-16 წლებში რუსეთში გამოჩნდა, რომლის ფინალის მიზანია სიცოცხლის თვითმკვლელობით დასრულება მოზარდებს შორის.