მომავალი პაპი ფრანცისკე 42 წლის ასაკში ფსიქოანალიტიკოსის მომსახურებით სარგებლობდასექტემბერი 1, 2017

ახალგაზრდობაში რომის პაპი ნახევარი წლის განმავლობაში, ფსიქოანალიტიკოსის დახმარებით სარგებლობდა. ამის შესახებ გამოცემა “lastampa.it” იუწყება. მომავალი პონტიფიკოსი მაშინ 42 წლის იყო.

ებრაელი ფსიქოანალიტიკოსი ქალბატონის მომსახურებით პაპი ექვსი თვის განმავლობაში ყოველ კვირას სარგებლობდა.

“მასთან კვირაში ერთხელ დავდიოდი ექვსი თვის განმავლობაში, რათა ზოგიერთი რამ განმემარტა. ის ძალიან კარგი ადამიანი იყო და ბევრ რამეში დამეხმარა. დედაჩემის გარდაცვალების დღეს ჩვენ შევხვდით, მაგრამ არა საეკლესიო საიდუმლოს შესასრულებლად, ვინაიდან ის ებრაელი იყო, არამედ სულიერი საუბრისთვის” – ამბობს პაპი ფრანცისკე.