დღეს მუსლიმთა ერთ-ერთი უმთავრესი დღესასწაული – ყურბან ბაირამი აღინიშნებასექტემბერი 1, 2017

წელს, მუსლიმთა ერთ-ერთი უმთავრესი დღესასწაული – ყურბან ბაირამი 1 სექტემბერს აღინიშნება.

ეს არის მსხვერპლშეწირვის დღესასწაული, რომელსაც სხვაგვარად იდ ალ-ადჰას უწოდებენ და მუსლიმური მთვარის კალენდრის მე-12 თვის მე-10 დღეს და რამაზანიდან 70-ე დღეს აღინიშნება. დღესასწაული ორი-სამი დღის განმავლობაში გრძელდება. ამ დღესასწაულის აღსანიშნად მუსლიმები წმინდა ქალაქ მექაში იკრიბებიან. მუსლიმური ტრადიციის მიხედვით, თითოეულმა მუსლიმმა ჰაჯი ამ ქალაქში ცხოვრების მანძილზე ერთხელ მაინც უნდა შეასრულოს.

ყურბანი – არაბულ ენაზე “მსხვერპლს” აღნიშნავს; ბაირამი – დრესასწაულს. ამგვარად, ყურბან ბაირამი – ეს არის მსხვერპლშეწირვის დღესასწაული. ის დაფუძნებულია ძველი აღთქმის სიუჟეტზე, როდესაც მამამთავარი აბრაამი ემზადება საკუთარი ძის – ისააკის ღმერთისთვის მსხვერპლის შესაწირად. აბრაამს მუსლიმები იბრაჰიმს უწოდებენ, ყურანში ისააკს ისმაილი ჰქვია.

დრესასწაულის მნიშვნელობაა უფლისადმი მორჩილება.