1 სექტემბერს დედამიწას დიდმა ასტეროიდმა ყველაზე ახლოს ჩაუარასექტემბერი 1, 2017

1 სექტემბერს დედამიწას 7 მილიონი კილომეტრის დაშორებით უზარმაზარმა ასტეროიდმა „ფლორენსმა“ ჩაუარა. „ბი-ბი-სი“ „ნასაზე“ დაყრდნობით იუწყება, რომ მეცნიერები მოსახლეობას ამშვიდებენ, რომ მათ შეშფოთების საფუძველი 2500 წლამდე არ ექნებათ.

ციური სხეულის დიამეტრი 4,4 კილომეტრს შეადგენდა. ეს მოვლენა იმით არის მნიშვნელოვანი, რომ ასეთი დიდი ასტეროიდი დედამიწას ჯერ არ მიახლოებია.

ასტეროიდი ფლორენსი 1981 წლის 2 მარტს ამერიკელმა ასტრონომმა შელტე ბასმა ავსტრალიის ოსერვატორიაში აღმოაჩინა.
ბოლოს, ფლორენსმა დედამიწას 1890 წელს ჩაუარა.