მსაჯმა ქართველს ყელიდან ჯვარი ჩამოხსნა, შემდეგ კი შეჯიბრიდან მოხსნეს.სექტემბერი 2, 2017

უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე, საქართველოს ნაკრების წევრი, ნინო ოძელაშვილი მსაჯებმა დამარცხებულად მხოლოდ იმის გამო სცნეს, რომ მას ჭიდაობისას ყელზე ჯვარი ეკეთა.

მსაჯმა ქართველს ყელიდან ჩამოხსნა ჯვარი, რამდენიმე წამში კი ის შეჯიბრიდან მოხსნეს.დაპირისპირების დასრულებამდე 2 წუთზე ოდნავ მეტი იყო დარჩენილი, ქართველი კი ამ დროს, ნიგერიელ ვინი გოფიტს 0:1-ს ამარცხებდა.

შეხვედრის კომენტატორების განმარტებით, მსგავსი პრეცენდენტი აქამდე არ მომხდარა და ფაქტი კურიოზულია.

წყარო: “ipress.ge