მექაში ჰაჯის დროს 40 ადამიანი გარდაიცვალასექტემბერი 2, 2017

მექაში, წლევანდელი ჰაჯის დაწყებიდან ამ დრომდე, 40-მდე ადამიანი გარდაიცვალა. ყველაზე მეტი გარდაცვლილი ეგვიპტიდან და ა;ჟირიდანაა. საუდის არაბეთის გენერალური სტატისტიკური ბიუროს მონაცემებით, გარდაცვლილთა უმეტესობა ასაკოვანი იყო და გარდაცვალების მიზეზი ქრონიკული დაავადებების გაუარესება იყო.

სამეფოს ჯანდაცვის სამინისტრო მუსლიმებს შეახსენებს, თავი აარიდონ ჰაჯის შესრულებას, თუკი ქრონიკული დაავადებები აწუხებთ. მექას საავადმყოფოებს სამედიცინო დახმარებისთის 2500-მდე ადამიანმა უკვე მიმართა. ძირითადად, მზის დარტყმის, გულის დაავადებებისა და დიაბეტის გამო. პაციენტებს შორის ბავშვებიც არიან, რომლებიც რეკორდულ სიცხეს ვერ უძლებენ.