ელადის ეკლესიის მღვდელმთავარი – უკრაინის ეკლესიას ავტოკეფალია არ ესაჭიროებასექტემბერი 3, 2017

ელადის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავარი, მესოგეისა და ლავრეოთიტიის მიტროპოლიტი ნიკოლოზი უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის საკითხზე კომენტირებისას აცხადებს, რომ ეს საკითხი არის არა დიპლომატიური, არამედ სულიერი.

“უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიას ავტოკეფალია არ ესაჭიროება. მხედველობაში მაქვს ის, რომ ჩვენ, მართლმადიდებლებს გვესაჭიროება ერთობა. გავიხსენოთ ქრისტიანობის “მრწამსის” სიტყვები: “ერთი წმინდა კათოლიკე და სამოციქულო ეკლესია”. ასე რომ, მთლიანობაში, ავტოკეფალია მნიშვნელოვანია იმ შემთხვევაში, თუკი ის შეამსუბუქებს სამოძღვრო მზრუნველობას და ადამიანებს დაეხმარება სიწმინდის შეძენაში, თუკი ავტოკეფალიის გარეშე შეუძლებელია სრულფასოვანი საეკლესიო ცხოვრება. ნებისმიერ რელიგიური საზოგადოებისთვის, უპირველესად, მნიშვნელოვანია სიწმინდე და, რა თქმა უნდა, ერთობა. მე არასოდეს ვისურვებდი ავტოკეფალიისთვის მიღებას, თუკი ეს დაეხმარებოდა ეკლესიის ერთობის გაწყვეტას და მისი კავშირის დარღვევას მსოფლიო მართლმადიდებელ ეკლესიასთან” – ამბობს მღვდელმთავარი.

ის აღნშნავს, რომ ავტოკეფალიას ძალით არ იტაცებენ, არამედ უფლის მოწყალებით იღებენ.

წყარო: “uoj.org.ua