მექაში ჰაჯი ბოროტი ძალის ქვით ჩაქოლვის რიტუალით დასრულდასექტემბერი 3, 2017

საუდის არაბეთში ჰაჯი ბოროტი ძალის ტრადიციული ქვის ჩაქოლვის რიტუალით დასრულდა.

მუსლიმური სწავლებით, ეშმაკის ქვით ჩაქოლვის რიტუალი ჰაჯის დროს, მოციქულ იბრაჰიმის ქმედების სიმბოლოა, რომელიც ეშმაკს ქვით განაგდებდა, როდესაც ის მოციქულის გზიდან აცდენას ცდილობდა და ძის – ისმაილის მსხვერპლად შეწირვას უშლიდა.

მომლოცველები, ყოველწლიურად, ყურბან-ბაირამის წინ, მილიონობით ქვას აგროვებენ მინას ველზე, მექასა და მუზდალიფაში. მუსლიმი ღვთისმეტყველების ყველაზე გავრცელებული ვერსიით, მომლოცველისთვის აუცილებელია 49 ცალი ქვის შეგროვება.

ქვებს ისინი სამი 25 მეტრიანი კედლის – პატარა, საშუალო და დიდი ჯამარათის მიმართულებით ისვრიან.