ათენში არალეგალი, “ისლამური პოლიციის” შემქნელი იმამი დააკავესსექტემბერი 4, 2017

ათენში, არალეგალურ სამლოცველო სახლში რადიკალი იმამი დააკავეს, რომელმაც საბერძნეთის დედაქალაქში “ისლამური პოლიცია” ჩამოაყალიბა. ამის შესახებ ბერძნული მედია იუწყება.

აღნიშნულ ბანგლადეშელ მქადაგებელს სამართალდამცველები დიდი  ხნის განმავლობაში ეძებდნენ. დადგინდა, რომ დაკავებული პირი გამოთქვამდა რადიკალურ განცხადებებს ევროპასა და აშშ-თან მიმართებით, რომელიც დაკავშირებული იყო ფუნდამენტალიზმთან.

იმამთან ერთად ოთხი ადამიანი დააკავეს, რომლებმაც საწყობი სმლოცველო სახლად გადააკეთეს და “ისლამური პოლიცია”, ე.წ. “მუთავინი” შექმნეს. ისინი ათნის მუსლიმებით დასახლებულ უბნებში დადიოდნენ და ამოწმებდნენ, იცავდნენ თუ არა შარიათის კანონებს.

პოლიცია კიდევ სამი სამლოცველოს საკითხს იძიებს. ადგილობრივი მედიის ცნობით, ათენში არც ერთი მეჩეთი არ არის. საბერძნეთის დედაქალაქში ასობით არალეგალური სამლოცველო სახლი არსებობს.