გერმანულმა კომპანიამ ბერძნული საქონლის შეფუთვაზე ჯვრები გადაშალასექტემბერი 4, 2017

გერმანიის სავაჭრო ქსელ “Lidl”-ში საბერძნეთიდან შესულ საქონელზე, რომლის შეფუთვაზე ქრისტეს აღდგომის სახელობის ტაძარია გამოსახული, ტაძრის გუმბათებზე ჯვრის გამოსახულებებს შლიან.

სავაჭრო ქსელში ამასთან დაკავშირებით განმარტება გაავრცელეს და აღნიშნეს, რომ პატივს სცემენ მრავალფეროვნებას და არ სურთ, რომ ჯვრით ვინმეს შოკირება გამოიწვიონ.

კომპანიის საქციელმა მომხმარებლის აღშფოთება გამოიწვია.

 

წყარო: “uoj.org.ua