კიოლნის ტაძარში სახარების 1500 წლის წინანდელი კომენტარი იპოვესსექტემბერი 4, 2017

ხელნაწერი, რომელიც 1500 წლის განმავლობაში დაკარგულად მიიჩნეოდა, კიოლნის საკათედრო ტაძრის ბიბლიოთეკაში აღმოაჩინეს. ეს არის სახარების ყველაზე ადრეული კომენტარი ლათინურ ენაზე.

2012 წელს ზალცბურგის უნივერსიტეტის დოქტორმა ლუკას დორფბავერმა ას გვერდიანი დოკუმენტი იპოვა, რომელმაც ციფრული დაარქივება ჯერ კიდევ ათი წლის წინ გაიარა. თუმცა, იმ დროს მის ფასეულობაზე ყურადღება არავის მიუქცევია. არსებობს აზრი, რომ ეს ჩანაწერები მე-9 საუკუნით თარიღდება.

მეცნიერმა მანუსკრიპტის სრული ანალიზი განახორციელა და ის წმინდა იერონიმე სტრიდონელის შემონახულ დოკუმენტებთან შეადარა, “ვულგატას” ავტორთან, რომელიც ამ კომენტარის შესახებ საუბრობს თავის ნაშრომში “ცნობილი ადამიანების ცხოვრება”.

შედარებითი ანალიზის დამსახურებით, შესაძლებელი გახდა პარალელური ადგილების პოვნა, რომლებიც თარიღდება მე-4 საუკუნით. მიიჩნევა, რომ ეს აღმოჩენა ბიბლიის ლათინური ინტერპრეტაციის განვითარების საკითხში სერიოზულ წვლილია, რასაც უდიდესი გავლენა ჰქონდა დასავლური აზრისა და ლიტერატურის  განვითარებაში.

160 დანაყოფისგან შემდგარი კომენტარი, ძირითადად, მათესა და ლუკას სახარებებს უკავშირდება.