რუსეთის პატრიარქი სომხეთის კათალიკოსს და აზერბაიჯანის სულიერ ლიდერს შეხვდებასექტემბერი 4, 2017

8 სექტემბერს, მოსკოვში, სომხეთის და აზერბაიჯანის სულიერ ლიდერებს მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი კირილი მიიღებს. რუსეთის საპატრიარქოს პრესმდივნის ალექსანდრ ვოლკოვის ინფორმაციით, ეს იქნება სამშვიდობო რუსეთისა და ამიერკავკასიის სულიერ ლიდერთა ძალისხმევის გაგრძელება.

მისი თქმით, პატრიარქ კირილის, გარეგინ მეორისა და ალაჰშუქურ ფაშა-ზადეს შეხვედრაზე კავკასიაში კონფლიქტების გადაწყვეტის და მშვიდობის დამყარების საკითხზე იმსჯელებენ.

ვოლკოვის თქმით, სასულიერო პირთა და მორწმუნეთა ძალისხმევას შეუძლია დადებითად იმოქმედოს რეგიონში შექმნილ ვითარებაზე.

შეხვედრა რუსეთის საპატრიარქო რეზიდენციაში წმინდა დანიელის მონასტერში შედგება.

პარალელურად, ეჩმიაძინის პრესკანცელარიაში განაცხადეს, რომ სულიერი ლიდერები ყარაბაღის პრობლემასა და რეგიონალურ პროცესებზე იმსჯელებენ.