რამზად კადიროვი მიანმარელი მუსლიმების გამო კრემლის კურსს შეეწინააღმდეგებასექტემბერი 4, 2017

ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი მზად არის კრემლის კურსს შეეწინააღმდეგოს, თუკი რუსეთის ხელისუფლება მიანმარის (ბირმა) ხელისუფლებას დაუჭერს მხარს, რომელიც მუსლიმ-როხინჯებს ავიწროებს.

“თუკი რუსეთი იმ დემონებს დაუჭერს მხარს, რომლებიც დღეს დანაშაულს სჩადიან, მე რუსეთის პოზიციის წინააღმდეგ ვარ, რადგან მე ჩემი ხედვა, ჩემი პოზიცია მაქვს” – განაცხადა კადიროვმა ვიდეომიმართვაში, რომელიც დღეს ინტერნეტით გამოქვეყნდა.

კადიროვის თქმით, მისი ნება რომ იყოს, ბირთვული იარაღით გაანადგურებდა იმ ადამიანებს მიანმაში, სადაც კლავენ ბავშვებს, ქალებსა და მოხუცებს.

კადიროვის განცხადებით, მიანმარში მიმდინარე მოვლენები აუტანელი ტკივია მუსლიმებისთვის და მთელი კაცობრიობისთვის.

მიანმარის ხელისუფლება შტატ რაკხაინში ოპერაციას ახორციელებს როხინჯას წინააღმდეგ, რომლებსაც ისლამისტ ბოევიკებად მიიჩნევს. შეტაკებების შედეგად, 400-ზე მეტი ადამიანია დაღუპული

მიანმარის ხელისუფლების და საზოგადოებრივი აზრი (მიანმარში ძირითადი რელიგია ბუდიზმია) მუსლიმ-როხინჯებს არალეგალ მიგრანტებად მიჩნევს ბანგლადეშიდან და ამიტომ მათ მოქალაქეობის მინიჭებაზე უარს ეუბნება.