11 მარტს დიდი მარხვა იწყებამარტი 11, 2019

11 მარტიდან მართლმადიდებლებისთვის დიდი მარხვა იწყება. მორწმუნეებისთვის დიდმარხვის პირველი შვიდეული მკაცრია. მოძღვრის კურთხევით ეკლესიური ადამიანები, შაბათ-კვირის გარდა, უზეთო საჭმელს იღებენ. ვისაც ეს არ შუძლია, ამ წესის დაცვას ოთხშაბათსა და პარასკევს ცდილობს.

პირველი ოთხი დღის განმავლობაში ტაძრებში, სხვა მსახურებასთან ერთად, წმინდა ანდრია კრიტელის კანონი იკითხება, რომელსაც სინანულის განსაკუთრებული ძალა აქვს. კვირის დღეებში საღმრთო წირვები აღარ ტარდება. ოთხშაბათსა და პარასკევს მხოლოდ პირველშეწირულის წირვა შესრულდება.

ასევე, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, მთელი დიდმარხვის განმავლობაში მორწმუნეები დილა-საღამოს ლოცვების შემდეგ ეფრემ ასურის ლოცვებს კითულობენ.

დიდმარხვა წელს 11 მარტს იწყება და 28 აპრილს, უფლის აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე დასრულდება.