სავალდებულო სამხედრო სამსახურთან დაკავშირებით საპატრიარქო განცხადებას ავრცელებსმარტი 19, 2019

საქართველოს საპატრიარქო სავალდებულო სამხედრო სამსახურიდან ფსევდორელიგიური იურიდიული პირების მიერ პირადი მერკანტილური ინტერესების გამო გათავისუფლებისთვის, შესაბამისი ზომების გატარების აუცილებლობაზე საუბრობს. საქართველოს საპატრიარქომ დღეს შესაბამისი განცხადება გაავრცელა:

“სასულიერო პირების სავალდებულო სამხედრო სამსახურიდან განთავისუფლება საყოველთაოდ მიღებული პრაქტიკაა და ჩვენ მას მხარს ვუჭერთ. სახელმწიფოში ასევე გარანტირებული უნდა იყოს არასამხედრო ალტერნატიული შრომითი სამსახური.

ამასთან უნდა გატარდეს შესაბამისი ზომები, რათა ეს პრაქტიკა არ იქნას გამოყენებული ფსევდორელიგიური იურიდიული პირების მიერ თავიანთი ვიწრო მერკანტილური ინტერესებისათვის, რაც რელიგიურობით მანიპულაციას და აშკარა ანტისახელმწიფოებრივ ქმედებას წარმოადგენს” – ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.