25 მარტი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღეამარტი 25, 2019

25 მარტი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღეა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საპატრიარქოდან აცნობეს,საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღესთან დაკავშირებით, სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზთის მიტროპოლიტი, უწმინდესი და უნეტარესი, ილია II  12:00 საათზე, სიონის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში პარაკლისს გადაიხდის.

ქართულმა ეკლესიამ ავტოკეფალია ანტიოქიის ეკლესიისაგან 457 წელს მიიღო. რუსეთის იმპერიამ კი საქართველოს მართლმადიდბლი ეკლესიის ავტოკეფალია 1811 წელს გააუქმა. ავტოკეფალიის აღდგენამდე რუსეთის სინოდი ქართულ ეკლესიას ეგზარქოსების მეშვეობით მართავდა.

ქართულმა ეკლესიამ ავტოკეფალია 1917 წლის 25 მარტს აღიდგინა. მისი დამოუკიდებლობა ყველა მართლმადიდებელმა ეკლესიამ სცნო, თუმცა ეს წერილობით დადასტურებული არ ყოფილა. სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის ილია II-ს უშუალო მონდომებით კი მსოფლიო საპატრიარქომ საქართველოს ავტოკეფალია ოფიციალურად 1990 წელს სცნო.