ახალქალაქში სამლოცველო დაარბიესაპრილი 4, 2019

ახალქალაქის რაიონის სოფელ ხულგუმოში მდებარე სამლოცველოში, რომელიც ცნობილია სახელით – ვანქი, ან ჩგნავორი, ადგილობრივებს სამლოცველო დარბეული დახვდათ. მათივე ცნობით, დამტვრეული იყო ხატები და სხვა სიწმინდეები.

“უცნობმა პირებმა სამლოცველოში დაჩხაპნეს და დაანაკუწეს წმინდანთა გამოსახულებები. ეს ჩვენი სიწმინდეა, სადაც ხალხი მოსალოცად ჩამოდის. ჩვენ არ ვიცით, რა გავაკეთოთ” – განაცხადა ერთ-ერთმა ადგილობრივმა.

ხულგუმოში მცხოვრები ახალგაზრდების განცხადებით, ეს არის თავდასხმა მათ სიწმინდეებზე და სამართალდამცველებს დროული რეაგირებისკენ მოუწოდებენ.

აღსანიშნავია, რომ აღნიშნული სამლოცველო საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს მიერ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად არის მჩნეული.

წყარო: jnews.ge