ბიძინა ივანიშვილი მზად არის, სრულად დააფინანსოს სამების ტაძრის მოხატვის სამუშაოებიაპრილი 11, 2019

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს შეხვდა. შეხვედრაზე, სხვა საკითხებთან ერთად, ხალხის პრობლემებზე და, საერთოდ, ქვეყანაში არსებულ სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზე ისაუბრეს.

ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, სახელმწიფო ხელს შეუწყობს უმუშევართათვის სამუშაო ადგილების შექმნას და კვალიფიციური კადრების მომზადებას, რომელთაც, სურვილის შემთხვევაში, უცხოეთშიც ლეგალური დასაქმების შესაძლებლობა ექნებათ.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ნებისმიერი სახელმწიფოსთვის და, მითუმეტეს, ჩვენი ქვეყნისთვის, უდიდესი მნიშვნელობა აქვს ოჯახის სიმტკიცის დაცვას და მომავალი თაობის სწორად აღზრდას; რომ სასიხარულოა, განათლების სფეროს ქვეყნისთვის პრიორიტეტულად გამოცხადება და ამ მიმართულებით დიდი სახსრების გაღება; და რომ, პირველ რიგში, აუცილებელია პედაგოგების ავტორიტეტის ამაღლება, ხელფასების გაზრდა და სასკოლო პროგრამების დახვეწა.

უწმინდესმა სტუმარს სამების საკათედრო ტაძარში მიმდინარე სამუშაოებიც გააცნო, რომელიც “ქართუ ბანკიდან” ფინანსდება. ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ  მზადა არის, სრულად დააფინანსოს სამების ტაძრის მოხატვა.