სკოლებში ქართული საგალობლების შესწავლა სავალდებულო ხდებააპრილი 12, 2019

სკოლებში ქართული საგალობლების შესწავლა სავალდებულო ხდება. ახალი პროგრამის შემოღების შესახებ პრემიერ-მინისტრმა ეროვნულ მუზეუმში ისაუბრა. ამის შესახებ “რუსთავი 2” იუწყება.

მამუკა ბახტაძეს ამ თხოვნით სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ რამდენიმე დღის წინ მიმართა.

მამუკა ბახტაძემ განცხადება მე-10 საუკუნის სამუსიკო ნიშნების კვლევის შედეგების პრეზენტაციაზე გააკეთა. ეროვნულ მუზეუმში შეკრებილებს ანჩისხატის გუნდის წევრებმა მიქაელ მოდრეკილის ნევმური სისტემის შესახებ საკუთარი კვლევა გააცნეს.

„ჩვენი სურვილი და მოწოდება არის ის, რომ საქართველოში, ყველგან, ყველა დასახლებულ პუნქტში ისწავლებოდეს ქართული ფოლკლორი და მათ შორის ჩვენი უნიკალური საგალობლები. რამდენიმე დღის წინ ასევე უნიკალური მოვლენა იყო, როდესაც ქართული საგალობლების რვატომეული გამოიცა. თუმცა, ეს არის პირველი ნაბიჯები“- განაცხადა ბახტაძემ.