პატრიარქი: “თავისუფლებამ მიიღო რაღაც საოცარი სახე და იმედი მაქვს, ქართველი ადამიანი გაუძლებს ამ განსაცდელს”აპრილი 14, 2019

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს მარიამ მეგვიპტელის ხსენებას აღნიშნავს. სრულიად საქართველოს კათალიკოს პატრიარქმა ილია მეორემ საკვირაო წირვის შემდეგ, წმინდანის შესახებ იქადაგა.

ჩვენ ვცხოვრობთ ძალიან რთულ დროს, როცა თავისუფლებამ მიიღო რაღაც საოცარი სახე და იმედი მაქვს, რომ ქართველი ადამიანი გაუძლებს ამ განსაცდელს, – ბრძანა პატრიარქმა.

“დღევანდელი კვირა არის მარიამ მეგვიპტელის ხსენების. მარიამ მეგვიპტელის ცხოვრება თქვენ იცით: ის ატარებდა თავისუფალ ცხოვრებას და შემდეგ სინანულით განიწმინდა და დაემსგავსა ანგელოზს. იმდენად მაღალი იყო მისი სულიერი ცხოვრება, რომ ის ფეხით გადადიოდა მდინარეზე, როგორც მიწაზე. შევთხოვთ წმინდა მარიამ მეგვიპტელს, რომ მოგვცეს მშვიდობა, მოთმინება. ჩვენ ვცხოვრობთ ძალიან რთულ დროს, როცა თავისუფლებამ მიიღო რაღაც საოცარი სახე და იმედი მაქვს, რომ ქართველი ადამიანი გაუძლებს ამ განსაცდელს”,- ბრძანა პატრიარქმა.