რომის პაპმა კათოლიკეებს მოუწოდა, მშვიდობისთვის ილოცონაპრილი 14, 2019

რომის კათოლიკური ეკლესია დღეს ბზობას აღნიშნავს. საზეიმო მსახურების შემდეგ, ვატიკანში, წმინდა პეტრეს მოედანზე შეკრებილებისთვის ქადაგებისას, რომის პაპმა ფრანცისკემ მორწმუნეებს მოუწოდა, ახლო აღმოსავლეთსა და წმინდა მიწაზე მშვიდობისთვის ილოცონ.
“კვლავაც მივმართავ ახალგაზრდებს და ყველას მთელ მსოფლიოში, ილოცონ მშვიდობისთვის, მაგრამ განსაკუთრებით მშვიდობისთვის წმინდა მიწასა და ახლო აღმოსავლეთში” – განაცხადა რომის პაპმა, რომლის ქადაგებასაც 50 ათასზე მეტი ადამიანი დაესწრო.

მსახურების დაწყებამდე კი, რომის პაპმა, ტრადიციულად, პალმისა და ზეთისხილის ტოტები აკურთხა, რომლებიც წმ. პეტრეს მოედანზე მისულ ათასობით სასულიერო და საერო პირს ეკავა.