სასულიერო პირებისა და მრევლის აქცია კულტურის სამინისტროსთანაპრილი 14, 2019

სასულიერო პირებისა და მრევლის ნაწილის ნაწილმა კულტურის სამინისტროსთან საპროტესტო აქცია გამართა.

შეკრებილებმა ეროვნული მუზეუმიდან ანჩისხატის, როგორც მორწმუნეთა უდიდესი სიწმინდის ანჩისხატის ტაძარში დროულად გადაბრძანება მოითხოვეს.

სპეციალურად მოწყობილ კუთხესთან აქციაზე მყოფმა სასულიერო პირებმა სავედრებელი პარაკლისიც გადაიხადეს.

აქციის ორგანიზატორები ამბობენ, რომ ვიდრე მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება, სამინისტროსთან პერმანენტულად შეიკრიბებიან.
საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელის, ზაზა ნანობაშვილის განცხადებით, ანჩისხატის საკითხი პატრიარქთან განხილულია, მაგრამ კულტურის სამინისტრომ საკითხი შეჩერა და საინიციატივო ჯგუფთან საუბარი არ სურს.

1tv.ge