1937-1938 წლებში რეპრესირებულებს 21 აპრილს აღარ დაკრძალავენაპრილი 15, 2019

1937-1938 წლებში რეპრესირებულთა დაკრძალვა, რომელიც 21 აპრილს იყო დაგეგმილი, მოსამზადებელი სამუშაოების გამო, გარკვეული ვადით გადაიდო. ამის შესახებ ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის “ფეისბუქის” ოფიციალურ გვერდზე გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

ეპარქიის ინფორმაციით, ამის მიზეზია ის, რომ იქმნება სამთავრობო კომისია, ასევე მოწვეულია სამხარაულის საექსპერტო ბიუროს ჯგუფი, რომელიც შექმნის დნმ-ისათვის საჭირო ბაზას და სამომავლოდ შთამომავლებს, დნმ-ის ანალიზის საშუალებით, წინაპართა იდენტიფიცირების შესაძლებლობა ექნებათ.

ეპარქია დაკრძალვის ადგილისა და თარიღის შესახებ ინფორმაციას წინასწარ გაავრცელებს.