პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში ძლიერი ხანძარიააპრილი 15, 2019

პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში ნოტრ-დამში ხანძარი გაჩნდა. ამის შესახებ ინფორმაციას ფრანგული მედია ავრცელებს. სოციალურ მედიაში ვრცელდებახანძრის ამსახველი კადრები.

ამ ეტაპზე უცნობია ხანძრის გაჩენის მიზეზი. ადგილზე მეხანძრეების მობილიზება მიმდინარეობს.

ტაძარი ნაწილობრივ დაკეტილი იყო, სადაც სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა. ამ დროისთის არსებული ინფორმაციით, ხანძრის შედეგად, არავინ დაშავებულა.

პარიზში, ღვთისმშობლის ტაძარში დღეს გაჩენილი ხანძრის გამო ქვეყნის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ერისადმი საღამოსთვის დაგეგმილი მიმართვა გადადო. ამის შესახებ „დოიჩე ველე“ იუწყება.

ამ დრომდე პოლიციას მომხდართან დაკავშირებით განცხადება არ გაუკეთებია.