მინსკში ქართულ ენაზე წირვა პირველად აღევლინააპრილი 16, 2019

მინსკში ქართული სათვისტომოსა და საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, ბელორუსის მართლმადიდებელი ეკლესიის მხარდაჭერით, წმინდა პეტრე და პავლე მოციქულების ტაძარში, ქართულ ენაზე ღვთისმსახურება პირველად შესრულდა. ღვთისმსახურება შეასრულა მამა მაქსიმემ, რომელმაც ქართველ მრევლს აღუთქვა მხარდაჭერა, ტაძარში სამომავლოდ ქართულ ენაზე წირვა-ლოცვების შესრულებასთან დაკავშირებით. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, მინსკში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ვალერი კვარაცხელიამ და სათვისტომოს წარმომადგენლებმა  დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართეს და ხაზი გაუსვეს ღონისძიების მნიშვნელობას ბელარუსში მცხოვრები ქართველების კიდევ უფრო მეტად გაერთიანების თვალსაზრისით.

წირვას ქართული სათვისტომოს წარმომადგენლები დაესწრნენ.