ამერიკელი კონგრესმენები საპატრიარქოში იმყოფებოდნენაპრილი 16, 2019

16 აპრილს სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ,  მღვდელმთავრებთან და სამღვდელოებასთან ერთად, აშშ-ს დელეგაციის ხელმძღვანელი, კონგრესმენი დევიდ პრაისი, კონგრესმენი ვერნ ბუქანანი და აშშ-ს საელჩოს წარმომადგენლები მიიღო.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და აშშ-ს შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებს და განხილულ იქნა ჩვენს ქვეყანაში და მსოფლიოში მიმდინარე პროცესები.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ხაზი გაუსვა ოკუპირებული ტერიტორიების მშვიდობიანი გზით დაბრუნების აუცილებლობას და აშშ-ს მიერ საქართველოსთვის გაწეული თანადგომისთვის მადლიერება გამოხატა.

დელეგაციის ხელმძღვანელმა ბ-ნმა დევიდ პრაისმა მტკიცე პოზიცია დააფიქსირა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ აშშ მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს ამ მიმართულებით საქართველოს მხარდაჭერას და მიღებისათვის მადლობა გადაიხადა.

შეხვედრის დასასრულს მისმა უწმინდესობამ სტუმრებს სამახსოვრო საჩუქრები გადასცა და წარმატებები უსურვა.