კვიპროსზე ქართული მართლმადიდებლური ტაძარი აშენდებააპრილი 17, 2019

კვიპროსზე ქართული მართლმადიდებლური ტაძარი აშენდება. ამის შესახებ საქართველოში მყოფმა კვიპროსის პრეზიდენტმა ნიკოს ანასტასიადისმა საქართველოს პრეზიდენტთან ერთად ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ქართველთა არსებობა კვიპროსზე ძალიან მრავალ წელს და საუკუნეს მოიცავს. მე-10 საუკუნიდან ფიქსირდებიან კვიპროსზე ქართველები. მათ ააგეს მონასტერი პაფოსში. 1571 წელს დარბევის გამო ის მიტოვებულ.

ჩვენ შორის შედგა მოლაპარკებები და არქეოლოგიური გათხრების დროს ამ ეკლესიის ნანგრევები იქნა ნაპოვნი. ჩვენი საუკუნეობრივი ურთიერთობების აღსანიშნავად კვიპროსმა გადასცა მიწის ნაკვეთი საქართველოს იმისთვის, რომ ამ რეგიონში, სადაც ქართული ეკლესიის ნანგრევებია, ახალი მონასტერი აიგოს“,-განაცხადა კვიპროსის პრეზიდენტმა ნიკოს ანასტასიადისმა.

ამასთან, კვიპროსის პრეზიდენტის ნიკოს ანასტასიადისის თქმით, კვიპროსის სახელმწიფო გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას. მისივე განცხადებით, საქართველოს მოქალაქეებს დღესაც კვიპროსის სახელმწიფოს ეკონომიკური გაძლიერების პროცესში უმნიშვნელოვანეს როლი აქვთ.