მედიაში სიძულვილის ენისა და ეკლესიის მიმართ კრიტიკულ განცხადებებს სამუშაო ჯგუფი შეისწავლისაპრილი 19, 2019

საქართველოს საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელის დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით,  შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელიც მედიაში სიძულვილის ენისა და ეკლესიის მიმართ კრიტიკულ განცხადებებს შეისწავლის.

“საპატრიარქოში კომისია არ შექმნილა. ჩვენ სამუშაო ჯგუფის შექმნას ვგეგმავდით და ეს ჯგუფი შექმნილია. ამ ჯგუფში საპატრიარქოსტან ერთად შედიან არასამთავრობო ორგანიზაციები და სხვა დაინტერესებული პირები, რომლებიც ამ პრობლემებით არიან დაკავებული. ვაპირებთ, საერთაშორისო გამოცდილება გავაანალიზოთ, თუ როგორ ხდება იქ სატელევიზიო სივრცის დარეგულირება ისე, რომ იქიდან ასეთი ოდენობით აგრესია, ძალადობა, უხამსობა არ მოდიოდეს,” – განაცხადა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ.

კითხვაზე: მიმართავენ თუ არა პარლამენტს, თუნდაც საკანონმდებლო ინიციატივის დონეზე, საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელმა უპასუხა, რომ ეს ასე იქნება.

“თუ ეს ჯგუფი ეფექტურად იმუშავებს, აქამდე მივალთ”, – განაცხადა მამა ანდრია ჯაღმაიძემ.

IPN.GE