“დავით გარეჯში სალომე ზურაბიშვილის ვიზიტის შემდეგ ვითარება დაიძაბა”აპრილი 25, 2019

დავით გარეჯის მამათა მონასტრის არქიმანდრიტის, კირიონის (ონიანი) ცნობით, უკვე სამი დღეა, აზერბაიჯანელებმა უდაბნოს მონასტერი გადაკეტეს და სასულიერო პირებს მონასტერში აღარ უშვებენ. მისივე თქმით, მდგომარეობა საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტის შემდეგ დაიძაბა. ამის შესახებ არქიმანდრიტმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.

არქიმანდრიტის ინფორმაციით, მეზობელი ქვეყნის მესაზღვრეები ბილიკებზე მუშაობენ, გამაფრთხილებელ და ამკრძალავ ნიშნებს არჭობენ, რასაც მშვიდად უყურებენ ქართველი მესაზღვრეები. სასულიერო პირებს მონასტერსა და ტაძრებში აღარ უშვებენ.

ცნობილია, რომ 20 აპრილს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა “ევროპა ნოსტრას” ჯგუფთან ერთად, დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსი დაათვალიერა. პრეზიდენტმა დავით გარეჯის აღდგენის აუცილებლობას გაუსვა ხაზი. ამასთან, სალომე ზურაბიშვილი აღნიშნავს, რომ ვერ ითმენს ვერც საზღვრის დადგენის საკითხი.

ვრცლად წაიკითხეთ