ქრისტე აღდგა! – შეჭმარიტად აღდგა!აპრილი 28, 2019

იესო ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომა უდიდესია ქრისტიანულ დღესასწაულთა შორის. ეს არის ცოდვაზე გამარჯვების ზეიმი და დღესასწაულთა დღესასწაული.

აღდგომა უმთავრესია თორმეტ საუფლო დღესასწაულს შორის. ამ დღეს ქრისტე მკვდრეთით აღდგა და ადამიანები პირველქმნილი ცოდვისგან დაიხსნა. მხოლოდ ამის შემდეგ გაიღო ადამიანთათვის სამოთხის ბჭე. ადამის მოდგმის მხსნელად მოვლენილმა მაცხოვარმა იესო ქრისტემ გოლგოთას მთაზე ჯვართან ერთად კაცობრიობის ცოდვა ზიდა.

აღდგომას წინ უსწრებს სააღდგომო მარხვა, რომელიც 48 დღე გრძელდება და მორწმუნეებს სულიერად ამზადებს ამ უდიდეს დღესასწაულთან შესახვედრად.

აღდგომა მოძრავი დღესასწაულია.

DOGMA.GE გილოცავთ უფლის ბრწყინვალე აღდგომის დღესასწაულს!