რუისისა და ურბნისის სამღვდელოება დავით გარეჯის ყველა ტაძარში წირვას აღავლენსმაისი 1, 2019

რუისისა და ურბნის მიტროპოლიტი, მეუფე იობი ეპარქიის სამღვდელოებასთან ერთად, დავით გარეჯში არსებულ სამლოცველოებში წირვას ჩაატარებს. ამის შესახებ ინფორმაცია ეპარქიის “ფეისბუქის” ოფიციალურ გვერდზეა გავრცელებული.

“2 მაისს, ბრწყინვალე შვიდეულის ხუთშაბათს, დილის 9 საათზე, რუის-ურბნისის მიტროპოლიტი მაღალყოვლადუსამღვდელოესი იობი (აქიაშვილი) და ეპარქიის სასულიერო დასი წირვა-ლოცვას აღავლენს დავით გარეჯის ლავრაში. მსახურება ჩატარდება აგრეთვე სამონასტრო კომპლექსის ყველა ტაძარში.
მაღალყოვლადუსამღვდელოესი მეუფე იობი წირვას აღავლენს მაცხოვრის აღდგომის ტაძარში” – ნათქვამია ინფორმაციაში.