2 მაისს რუსთავის ეპარქია მრევლს ციხის მშენებლობის გაპროტესტებისკენ მოუწოდებსმაისი 1, 2019

რუსთავის ეპარქია და მრევლი პროტესტს გამოთქვამს რუსთავში ჭყონდიდელის დასახლებაში ციხის მშენებლობასთან დაკავშირებით და მრევლს 2 მაისს 17:00 საათზე მშნებლობის ადგილზე მისვლისკენ და პროტესტის გამოხატვისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ რუსთავის ეპარქიის განცხადებაშია აღნიშნული, რომელიც “ფეისბუქის” ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა. განცხადებაში ნათქვამია:

“ქ.რუსთავის მართლმადიდებელი ეპარქია და მისი მრევლი გამოთქვამს მტკიცე პროტესტს ქ.რუსთავში, ჭყონდიდელის დასახლებაში, სამაჩაბლოს ომში დაღუპული გმირის გ.ჯავახიშვილის სახელობის ქუჩის გასწვრივ, საცხოვრებელი კორპუსების წინ, სასჯელაღსრულებითი დაწესებულების ობიექტის – ციხის მშენებლობასთან დაკავშირებით, რისთვისაც მოუწოდებს ეკლესიის მრევლს, ქალაქში მცხოვრებ ყველა მოქალაქესა და დაინტერესებულ პირს მიმდინარე წლის 02 მაისს, ბრწყინვალე შვიდეულში, ხუთშაბათს საღამოს 17:00 საათზე საკუთარი პროტესტის გამოსახატად სოლიდარობისთვის მობრძანდეთ ზემოთ აღნიშნულ მისამართზე” – აღნიშნულია განცხადებაში.