ფოთის უნივერსიტეტსა და ამერიკის თეოლოგიურ სემინარიას შორის მემორანდუმი გაფორმდამაისი 5, 2019

საქართველოს ნიუ-იორკის წმიდა ვლადიმირის მართლმადიდებლური თეოლოგიური სემინარიის პრეზიდენტი, პროფესორი, დოქტორი, დეკანოზი ჩად ჰეტფილდი ეწვია.

გაფორმდა მთანამშრომლობის მემორანდუმი საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის ა(ა)იპ ახალი საქართველოს უნივერსიტეტსა და ამერიკის მართლმადიდებელი ეკლესიის (მეა) ნიუ-იორკის წმ. ვლადიმირის მართლმადიდებლურ თეოლოგიურ სემინარიას (აშშ) შორის;

თანამშრომლობის მემორანდუმს ფოთის ახალი საქართველოს უნივერსიტეტში მემორანდუმს ხელი მოაწერეს უნივერსიტეტის რექტორმა, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა, მაღალყოვლადუსამღვდელოესმა გრიგოლმა და ნიუ-იორკის წმ. ვლადიმირის მართლმადიდებლური თეოლოგიური სემინარიის პრეზიდენტმა, მაღალღირსმა დეკანოზმა ჩად ჰეტფილდმა.

თანამშრომლობის ფარგლებში, განხორციელდება სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის გაცვლა, ერთობლივი კვლევითი პროექტები, გაიმართება სამეცნიერო ღონისძიებები და განხორციელდება საგამომცემლო პროექტები.