მეუფე პეტრე: ღვთისმშობლის წილხვედრი ყველა სხვა მიწები აუცილებლად იქნება ერთიან საქართველოშიმაისი 5, 2019

დავით გარეჯი და ღვთისმშობლის წილხვედრი ყველა სხვა მიწები აუცილებლად იქნება ერთიან საქართველოში, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ჭყონდიდის მიტროპოლიტმა პეტრემ ფოთში განუცხადა, სადაც ის კვირაცხოვლობის საზეიმო წირვას დაესწრო.

„,ღრმად გვწამს, რომ აღდგომის მადლით და იმ მადლით, რომ საქართველო სახარებასა შინა მოიხსენიება ლაზარედ და უფალმა ოთხი დღის მკვდარი ლაზარე აღადგინა, აუცილებლად აღადგენს, გაამთლიანებს სრულიად საქართველოს. დავით გარეჯი და ღვთისმშობლის წილხვედრი ყველა სხვა მიწები აუცილებლად eმეუფე პეტრე,იქნება ერთიან საქართველოში და ჩვენ ერთი სულით, ,ერთი გულით ვადიდებთ უფალ იესო ქრისტეს,“- განაცხადა მეუფე პეტრემ.

ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის გრიგოლის თქმით, დავით გარეჯთან დაკავშირებული საკითხი ისე მოგვარდება, რომ არ გახდება დაძაბულობის მიზეზი.

„,ჩვენ გვწამს და გვჯერა, რომ ადამიანები, ვისაც განსაკუთრებით ევალება თანამდებობრივად საკითხის მოგვარება, კომპეტენტურად გაართმევენ ამ საკითხს თავს და ეს არ გახდება საერთო ვითარების დაძაბულობისა და ურთიერთობების ესკალაციის მიზეზი,“- აღნიშნა მეუფე გრიგოლმა.