12 მაისი ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღედ გამოცხადდამაისი 8, 2019

პარლამენტმა „შრომის კოდექსში“ ცვლილებები დაამტკიცა, რომლითაც უქმე დღის – 12 მაისის სტატუსი ახლებურად განისაზღვრა.

რიგგარეშე სხდომაზე მესამე მოსმენით მიიღეს პროექტი, რომლის თანახმად, 12 მაისი წმინდა ანდრია მოციქულის ხსენების დღის გარდა, ასევე იქნება ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღე – იმედის დღე.

აღნიშნული საკანონმდებლო წინადადება საპატრიარქოს ეკუთვნის და ის პარლამენტს კანონპროექტის სახით მთავრობამ წარუდგინა.

კანონპროექტი მესამე მოსმენით – 96 ხმით მიიღეს.