საპატრიარქოს მიმართვა სახალხო დამცველისა და იუსტიციის სამინისტროსადმიმაისი 8, 2019

საქართველოს საპატრიარქო დეკანოზ გიორგი მამალაძესთან დაკავშირებით, სახალხო დამცველისა და იუსტიციის სამინისტროსადმი მიმართავას ავრცელებს. საპატრიარქო ითხოვს, რომ დეკანოზის ჯანმრთელობის მდგომარებასთან დაკავშირებით მათ ინფორმაცია მიაწოდონ და ინტერესდება თუ რატომ არ შეასრულა იუსტიციის სამინისტრომ სახალხო დამცველის რეკომენდაცია:

“იუსტიციის მინისტრის მოადგილე გიორგი პატარიძეს. ა.წ. 20 მარტს საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა, რომ სახალხო დამცველის ოფისმა დეკანოზ გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაფასებლად დამოუკიდებელი სამედიცინო ექსპერტები ჩართო. მათ განაცხადეს, რომ მე-18 დაწესებულებაში პატიმარს არ უტარდება ის სამედიცინო დახმარება, რაც დიაგნოზიდან გამომდინარე მას სჭირდება. ეს დასკვნა და სახალხო დამცველის რეკომენდაცია, რომ ის გადაყვანილი ყოფილიყო სამოქალაქო სამედიცინო დაწესებულებაში, გადაეგზავნა სასჯელაღსრულების უწყებასაც. ვინაიდან დეკანოზი გიორგი მამალაძე დღემდე რჩება მე-18 დაწესებულებაში, გთხოვთ, თქვენი მხრიდან გვაცნობოთ, როგორია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა” – აღნიშნულია საქართველოს საპატრიარქოს პრესსამსახურის ხელმღვანელის დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის წერილში, რომელიც 30 აპრილით თარიღდება.