VIDEO მენელსაცხებლე დედათა ხსენების დღეს მოძღვარმა ქალბატონები დაასაჩუქრამაისი 12, 2019

“ქალბატონების საყურადღებოდ :
მეგობრებო დღეს არის მენელსაცხებელ დედათა ხსენების დღე. ეს დღე მართმადიდებულ ეკლესიას შემთხვევით არ შეუტანია კალენდარში. ეს დღე არის სამყაროში ყველაზე ერთგულების სიმბოლოს, შეიძლება ითქვას ქალთა დღე . შორს ვარ იმ აზრიდან რომ ქალბატონები მხოლოდ “კუხნაში” მემეტებოდეს . ან ქალს ხმა არ ამოეღებოდეს კაცის წინაშე. ეს მითები ქრისტეს განკაცებამ დაამსხვრია. რადგან კაცობრიობის მხსნელის მოვლინება პირველად სწორედ ქალს ეხარა. ალბათ იკითხავთ რატომ?!-იმიტომ რომ ქალი ერთგულების სიმბოლოა. ასევე ქრისტეს აღდგომა პირველად ისევ ქალს ეხარა. მოციქულები რომლებიც ბოლომდე ერთგულებას ეფიცებოდნენ ქრისტეს სამჯერ მამლის ყივილმაც შეახსენა მათი უძლურება, ხოლო ქალებს მიუხედავად იმისა ,რომ ბევრი განსაცდელი ემუქრებოდათ, ერთი წუთითაც არ მიუტოვებიათ ქრისტე. სწორედ ამიტომ შეიძლება მივიჩნიოთ ისინი ყველაზე ერგულებად. გასაოცარი კიდევ ის არის რომ ხშირად კაცებში ხდება აპელირება ხუმრობითაც ნეკნის თემაზე. ნეკნი ის ერთ-ერთი ძვალია სადაც ტვინი არ დევსო ამბობენ ისენი. მაგრამ აქ მამაკაცებს ავიწყდებათ ყველაზე მთავარი.ღმერთმა ეს ნეკნი როდესაც ამოუღო ადამს საკუთარი სხეულიდან ჯერ დააძინა და ძილში ამოუღო. ალბათ იკითხავთ რატომ ? !იმიტომ რომ ადამს არ ხსომებოდა ტკივილით ამ ნეკნის ამოღება და ყოველთვის გონებოდა ,რომ ის მისი სხეულის ნაწილია. ამიტომაც ყველა მამაკაცი ვალდებულია ქალი ისე უყვარდეს ,როგორც საკუთარი თავი და ამას ჯვრის წერის დროს სულ ვახსენებთ ხოლმე კაცს: “გიყვარდეს ცოლი თვისი ვითარცა თავი თვისი”…ძვირფასო ქალბატონებო : ქედს ვიხრი თქვენი ერთგულების და სიყვარულის წინაშე და მადლობას გიხდით იმ უანგარო შრომისთვის, რასაც თუნდაც “კუხნაში” ატარებთ, სხვა შრომაზე რომ არაფერი ვთქვათ.
და ბოლოს კიდევ მამაკაცების გასაგონად გიძღვნით გიორგი ლეონიძის ლექსს:

კაცებო, ქალებს გაუფრთხილდით

გული ფიანდაზად გაუშალეთ,

შუბლზე გაჩენილი ნაოჭები

ნაზი მოფერებით წაუშალეთ.

ქალებს შვლის ნუკრივით მოექეცით,

დარდი ხელის გულზე მოუტარეთ,

ქალებს დაულოცეთ ქალობა და

ბაღის ყვავილივით მოუარეთ.

თორემ ქალის ძალა სხვა ძალაა

ქალი ათასჯაგად გადაგაქცევს

ქალი აგატირებს, დაგაჩოქებს,

წამოგაყენებს და კაცად გაქცევს.

ხოდა, ამ საუნჯეს გაუფრთხილდით

გული ფიანდაზად გადუშალეთ,

უხმოდ გაჩენილი ნაოჭები

ჩუმი მოფერებით წაუშალეთ!.

არქიმანდრიტი ანტონ (კანდელაკი) .”